Image Alt

რედაქტორი

„სულაკაურის გამომცემლობა“ აცხადებს ვაკანსიას საგანმანათლებლო მიმართულების რედაქტორის პოზიციაზე.

 

ძირითადი ამოცანები:

  • სახელმძღვანელოს, როგორც საგანმანათლებლო პროექტის მართვა-მომზადება;
  • საგანმანათლებლო ტექსტის რედაქტირება _ ტექსტის სტილისტურად გამართვა და ადაპტირება მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით; მორფოლოგიური, სინტაქსური, ორთოგრაფიული თუ პუნქტუაციური შეცდომების აღმოჩენა და შესწორება გრამატიკული და მართლწერის წესების დაცვით

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის (ან მომიჯნავე ჰუმანიტარული მეცნიერებების) მიმართულებით;
  • ტექსტის რედაქტირების კომპეტენცია
  • რედაქტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (WORD) ცოდნა;
  • სასურველია, საგამომცემლო პროგრამა ADOBE INDESIGN-ის ცოდნა

 

აუცილებელი უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი

 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

დაინტერესებულმა პირებმა 8 მაისამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (რედაქტორი).

გისურვებთ წარმატებებს!

საკონტაქტო ფორმა

ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.
ფაილის მაქსიმალური ზომა 2MB.