თუ გამომცემლობაში მუშაობა შენი ოცნებაა, გაგიმართლა – „სულაკაურის გამომცემლობა“ გრაფიკულ დიზაინერს ეძებს.
ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური მასალების მომზადება, მათ შორის: სოციალური მედია არხებისთვის, ვებგვერდებისთვის, სხვადასხვა ციფრული არხებისთვის.
- საბეჭდი მასალების ვიზუალების მომზადება
- მარკეტინგული კამპანიების მომზადების პროცესში ჩართვა ვიზუალური კონტენტის განსაზღვრის მიზნით და შემდგომში შესაბამისი დიზაინების შექმნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Adobe Photoshop
- Adobe Indesign
- Adobe Illustrator
პიროვნული თვისებები და უნარ–ჩვევები:
- შემოქმედებითი აზროვნება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
რა დაგხვდება ჩვენთან:
- მეგობრული გუნდი
- მრავალფეროვანი და საინტერესო სამუშაო
- უამრავი წიგნი
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
როგორ დაგვიკავშირდე:
ატვირთე CV და პორტფოლიო ქვემოთ მოცემულ ფორმაში, ან გამოგვიგზავნე მეილზე: hr@sulakauri.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 აპრილი, 2023 წელი
გისურვებთ წარმატებას!
* რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.