Image Alt

წიგნები

მე მარგარიტა

10,90 

ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებული „მე, მარგარიტა“ პირველად 2005 წელს გამოიცა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მარაგში

საქართველო

ანა კორძაია-სამადაშვილი

დაიბადა 1968 წელს

ანა კორძაია-სამადაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რუსული ფილოლოგიის სპეციალობით, მოგვიანებით კი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2002 წ. მისი მოთხრობების კრებულმა ბერიკაობა, რომელიც სოფიო კირვალიძის ფსედონიმით გამოქვეყნდა, ლიტერატურული პრემია საბა (2003) დაიმსახურა.

2011 წელს ანა კორძაია-სამადაშვილმა გამოაქვეყნა პირველი რომანი შუშანიკის შვილები; 2013 წელს - ვინ მოკლა ჩაიკა, რომლისთვისაც, როგორც წლის საუკეთესო ქართულენოვანი რომანის ავტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია მოიპოვა. მისი ბოლო რომანია ზინკა ადამიანი (2018).

ანა კორძაია-სამადაშვილი, ასევე, გერმანულენოვანი ლიტერატურის მთარგმნელიცაა. ნათარგმნი აქვს ერიხ მარია რემარკის, ჰერტა მიულერის, ელფრიდე იელინეკის, კორნელია ფუნკეს, სეეს ნოტებოომის და სხვათა ნაწარმოებები.

ამჟამად კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემოქმედებითი წერის კურსს უძღვება.

ანა წერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველნი რჩებიან. ის გვიჩვენებს მათ შინაგან სილამაზეს, სევდასა და ცხოვრებასთან ჭიდილს.

აღწერა

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ანა კორძაია-სამადაშვილის მოთხრობების კრებული „მე, მარგარიტა“ პირველად 2005 წელს გამოიცა და მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კრებულში თავმოყრილ თითოეულ მოთხრობაში უკვე იგრძნობა იმ დროს ახალბედა ავტორის სახასიათო ენა და თხრობის სტილი, რომლითაც განსხვავებულად გვიხატავს თითქოს უკვე ნაცნობ პერსონაჟებსა და ადგილებს. მისი მოთხრობების გმირები უმეტესად ქალები არიან – მძიმე სოციალური პირობებით, რთული პირადი ურთიერთობებითა და შვილების მომავალზე ფიქრით დაღლილი, მაგრამ მაინც მებრძოლი ქალები.

ISBN 9789941302305
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

228

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,22 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…