Image Alt

წიგნები

აუდიტორია

5,50 

როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული მიჩქმალოს და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათელი წარდგეს.

მარაგში

საქართველო

ლაშა ბუღაძე

დაიბადა 1977 წელს

ლაშა ბუღაძემ დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეა. მისი სახელი საქვეყნოდ ცნობილი 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა, როდესაც მისი მოთხრობა „პატარა ქვეყანა“ საქართველოს პარლამენტში საჯაროდ წაიკითხეს და მასზე დაყრდნობით ცენზურის ამოქმედება მოითხოვეს. ამ და სხვა ტექსტების გამო, ბუღაძე არაერთხელ გამხდარა როგორც რელიგიური ლიდერების, ასევე საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესიის ობიექტი. თავის ტექსტებში ლაშა ბუღაძე ჩვენი თანამედროვეობის საჭირბოროტო საკითხებს მიმოიხილავს: ცენზურას, საბჭოთა ინერციას, ეროვნულ მენტალობასა და სხვ. მწერალი მთავარ საკითხებს უმეტესწილად სატირულ ჟანრში განიხილავს და დაძაბულ, ხშირად ტრაგიკულ სიტუაციებს იუმორისტულ ჭრილში გვიჩვენებს.

მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემიები: საბა (2004, 2007, 2009, 2012, 2018), BBC-ს საერთაშორისო კონკურსი (2011) საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პიესები ნავიგატორი და პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დაიდგა ლონდონის სამეფო თეატრსა და Teatro Circulo-ში, ბროდვეიზე, ნიუ-იორკში. ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია არაბულ, შვედურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, ალბანურ, ინგლისურ და მაკედონიურ ენებზე.

აღწერა

როდის არის ადამიანი ნამდვილი? მარტო, გარეშე თვალის დაკვირვებისგან თავისუფალი თუ მისკენ მიპყრობილი ყურადღების ცენტრში? რატომ სურს მას, ჰყავდეს მუდმივი აუდიტორია, რომლის წინაშეც საკუთარი ცხოვრების ცენზურაგავლილ ვერსიას წარადგენს და შესაბამის ავანსსაც მიიღებს „გულებისა“ და „მოწონებების“ სახით? სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული მიჩქმალოს და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათელი წარდგეს.

სწორედ ამ საკითხებზე გვაფიქრებს ლაშა ბუღაძის ახალი რომანი „აუდიტორია“, რომელშიც სრულიად განსხვავებული, ერთმანეთთან მხოლოდ ინტერნეტნაცნობით დაკავშირებული რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვაგვარად ცდილობს სოციალურ და პირად ცხოვრებას შორის არსებული უფსკრული მიჩქმალოს და თავისი მცირე, წარმოსახვითი აუდიტორიის წინაშე პირნათელი წარდგეს.

ISBN 9789941239830
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

162

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,177 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.