Image Alt

ავტორი

1932-2018

ვ.ს ნაიპოლი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი მწერალია, რომელიც დაიბადა 1932 წელს ტრინიდადსა და ტობაგოში.

1880 წელს მისი ბებია-ბაბუა ინდოეთის ჩრდილოეთიდან კუნძულ ტრინიდადზე გადასახლდა, სადაც ისინი პლანტაციაში მუშაობდნენ, მამა ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მწერალმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესასწავლად სტიპენდია მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. ეს იყო პირველი დიდი მოგზაურობა, დამოუკიდებლად გავლილი 7000 კილომეტრი, რამაც ახალგაზრდაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და მთელი დედამიწის შემოვლის საღერღელი აუშალა. და მართლაც, მისი შემოქმედების შთაგონების წყაროდ იქცა სხვადასხვა დროს ინდოეთში, აფრიკაში, აზიის ისლამურ ქვეყნებში სტუმრობა, ასევე ანტილის არქიპელაგის კუნძულებზე გატარებული ბავშვობა.

ნაიპოლის 1971 წელს რომანისთვის „თავისუფალ ქვეყანაში“ ბუკერის პრემია გადასცეს. 1989 წელს მწერალმა ტრინიდადი და ტობაგოს უმაღლესი ეროვნული ჯილდო, სამების ჯვარი დაიმსახურა. 1990 წელს მან დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდება მიიღო. 2001 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ვ. ს. ნაიპოლი