Image Alt

ავტორი

დაიბადა 1962 წელს

ვიქტორ პელევინი დღეს ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რუსი მწერალია. წერს მრავალ ჟანრში, მაგრამ საერთოა გროტესკული და აბსურდული სიუჟეტები სხვადასხვა პერიოდის რუსული ცხოვრებიდან. თავად ავტორიც ექსცენტრიკული პერსონაა და რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სპირიტისტული სეანსის დროს მისმა სულმა სხეული დატოვა, თუმცა ფაქტია, ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წიგნი გამოსცა.

ამბობენ, რომ ის გოგოლის, გორკისა და ბულგაკოვის ტრადიციებს მისდევს, თავად კი თავისი შთაგონების მთავარ წყაროდ ბულგაკოვს, კაფკასა და ბეროუზს გამოარჩევს.

ვიქტორ პელევინი თექვსმეტი რომანისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია. „Generation „პ“ მისი ყველაზე წარმატებული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი ტირაჟითაა გაყიდული. იგი „მცირე ბუკერის“ (1993), „ნაციონალური ბესტსელერისა“ (2004) და სხვა პრემიების ლაურეატია.

ვიქტორ-პელევინი

რუსეთი

ვიქტორ პელევინი