25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

Image Alt

ავტორის შესახებ

ა.შ.შ.

უილიამ ბეროუზი

1914 - 1997

უილიამ ბეროუზი დაიბადა აშშ-ში. მისი ცხოვრების პირველი სამი დეკადა რადიკალურად განსხვავდება დარჩენილი ხუთისგან. თუ მანამდე პრივილეგირებულ ოჯახში დაბადებული ბეროუზი ჰარვარდში და შემდეგ ვენაში სწავლობდა, 1942 წელს შეეცადა ჯარში ემსახურა, თუმცა ნარკოდამოკიდებული პირველად სწორედ აქ გახდა, ამის შემდეგ კი დაიწყო სანახევროდ კოშმარული ცხოვრებაც და მისი ლიტერატურული კარიერაც.

უილიამ ბეროუზს დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ე.წ. „ბიტთაობის“ სათავეებთან იდგა ჯეკ კერუაკსა და ალენ გინზბერგთან ერთად. მან დიდი გავლენა მოახდინა, როგორც თავისი და მომდევნო თაობების მთელ რიგ მწერლებზე, ასევე მუსიკოსებზე, მხატვრებზე და სხვ. ეს საკულტო ფიგურა დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს და არც მნიშვნელობას კარგავს განსაკუთრებით კი დღეს და მის მემკვიდრეობას არც მომავალში ემუქრება რამე.