Image Alt

ავტორი

დაიბადა 1946 წელს

ფილიპ პულმანი ბრიტანელი მკითხველის ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორია და ეს პოპულარობა განსაკუთრებით უკავშირდება მის ტრილოგიას „ოქროს კომპასი“. სერიის ერთგვარი გაგრძელებაა მორიგი ტრილოგია „ქვიშის წიგნი“.

პულმანი პრინციპულად იცავს თავის პოზიციებს და ხშირად გამოსულა ადამიანის უფლებების დასაცავად, სახელმწიფოს კონკრეტული გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად, მძაფრად გაუკრიტიკებია ეკლესია და არც გამომცემლებს დარჩენია ვალში მწერლებისა თუ მკითხველთა ინტერესების დასაცავად.

მიღებული აქვს კარნეგის მედალი, გარდიანის პრიზი და ასტრიდ ლინდგრენის პრემია. „თაიმსმა“ იგი 1945 წლის შემდგომ 50 საუკეთესო ბრიტანელი ავტორის სიაში შეიყვანა. BBC-ს გამოკითხვაში, სახელად The Big Read, სადაც ბრიტანელების ფავორიტი 200 ავტორის სია შედგა, პულმანი და მისი „ოქროს კომპასის“ ტრილოგია მესამე ადგილზე არიან „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „სიამაყისა და ამპარტავნების“ შემდეგ.

ფილიპ-პულმანი

გაერთიანებული სამეფო

ფილიპ პულმანი