Image Alt

ავტორი

1894 - 1963

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი, მწერალი, სცენარისტი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსად და თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალად არის აღიარებული. იგი შვიდჯერ იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი.

მწერალს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, მეცნიერი გამოსულიყო თავისი ძმებივით, რომლებიც შემდგომში ცნობილი ბიოლოგები გახდნენ, თუმცა 1911 წელს იგი ავად გახდა, დაბრმავდა და შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ აღუდგა მხედველობა. ამის გამო მან ხელი აიღო პირვანდელ გეგმაზე და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდობაში იგი გარსინგტონში ტრიალებდა წრეში, სადაც ხვდებოდა ვირჯინია ვულფს, ბერტრან რასელს, თ. ს. ელიოტს, დ. ჰ. ლოურენსს, რომლებთანაც დიდხანს მეგობრობდა. ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას მისმა ენციკლოპედიურმა განათლებამ, იუმორის გრძნობამ და იმან, რომ შესაშური მოსაუბრე იყო, ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის სახელი დაუმკვიდრა.

1937 წელს მწერალი ამერიკაში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. ცხოვრების ამ ეტაპზე დაინტერესდა ფილოსოფიური მისტიციზმით, ფსიქოდელიური პრაქტიკით. ჰაქსლი უკიდურესად ცნობისმოყვარე ადამიანი იყო და ცდილობდა, ადამიანის შინაგანი და გარეგანი ბუნების ყველანაირი ასპექტი გამოეკვლია. მისი უკანასკნელი რომანი „კუნძული“ ზემოხსენებულ თემებზეა. რომანი „საოცარი ახალი სამყარო“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

ჰაქსლი 1963 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი თხოვნით, ცოლმა ლორამ LSD-ს ინიექცია გაუკეთა.

ოლდოს-ჰაქსლი

გაერთიანებული სამეფო

ოლდოს ჰაქსლი