Image Alt

ავტორი

მარიო ვარგას ლიოსა - 1936 წელს დაბადებული პერუელი ნობელიანტი მწერალი ცნობილია არა მხოლოდ ლიტერატორი, არამედ როგორც მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთამერიკელი ავტორი პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური ფიგურა გახლდათ. 1990 წელს ის მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის მხარდაჭერით, თუმცა ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა. მისი ნაწერები პირდაპირ ირეკლავდნენ პერუში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებს, რამაც დამატებითი მნიშვნელობა შესძინა მარიო ვარგას ლიოსას სახელს. ავტორი ბევრს მოგზაურობდა, რამაც მისი შემოქმედების უფრო გვიანდელ პერიოდში სხვადასხვა ისტორიული მოვლენის მისეული ინტერპრეტაცია განაპირობა. ლიოსას კომპლექსური ტექსტები განხილულია როგორც მოდერნისტული, ისე პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ჭრილში.

მარიო-ვარგას-ლიოსა

პერუ

მარიო ვარგას ლიოსა