25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

Image Alt

ავტორის შესახებ

ა.შ.შ.

დევიდ მიჩელი

დაიბადა 1969 წელს

დევიდ მიჩელი დაიბადა აშშ-ში, საუთპორტში. იგი 7 რომანის ავტორია. მიჩელი სცენარისტიცაა და მას შემდეგ, რაც დებმა ვაჩოვსკებმა მისი „ღრუბლების ატლასი“ გადაიღეს, დაეხმარა მათ სერიალ Sense8-ის სცენარის შექმნაში, ამჯერად კი „მატრიცის“ ფრენჩაიზის ახალი ფილმის სცენარის თანაავტორად მოგვევლინა. ამასთანავე, მან თავის ცოლთან, კა იოშიდასთან ერთად იაპონურიდან თარგმნა გახმაურებული მემუარები.

მწერალს არაერთი ჯილდო მიუღია და მისი ორი რომანი ბუკერის პრემიის ფინალისტებშიც კი მოხვდა. 2007 წელს Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

მის „ღრუბლების ატლასს“ უდიდესი კომერციული წარმატება მოჰყვა. ნაწარმოებში მოთხრობილია ექვსი ამბავი, ექვს სხვადასხვა დროში და ექვს სხვადასხვა ენაზე - ამ დროთა შესაფერისი ინგლისურით. სხვა სიკეთეებთან ერთად ეს ნამდვილი ლინგვისტური მოგზაურობაა. ავტორის თქმით, მისი შთაგონების წყარო იტალო კალვინო იყო, რაც მკითხველს, რომელიც ორივე ავტორს იცნობს, არ გააკვირვებს.