Image Alt

ავტორი

დაიბადა 1948 წელს

არტ შპიგელმანი სტოკჰოლმში, შვედეთში დაიბადა და მალევე, 1951 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასახლდა.

ის ცნობილი ილუსტრატორი, მწერალი და რედაქტორია. წლების განმავლობაში ხელს უწყობდა კომიქსების მიმართულების განვითარებასა და ლიტერატურაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, რის პარალელურადაც ამ მხრივ ბევრი ცნობილი ავტორისთვის გაუკვალავს გზა.

შპიგელმანის მთავარი ნაწარმოები, სახელწოდებით „MAUS“ 1986 წელს გამოვიდა და დღემდე ერთადერთი გრაფიკული რომანია, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. წიგნი დიდწილად ეფუძნება ავტორის მშობლების ისტორიას, თუ როგორ გადაურჩნენ ისინი ჰოლოკოსტს. „MAUS-ს“ გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამავე წელს გამოსულ ორ ცნობილ ნაწარმოებთან („დარაჯები“ და „ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება“) ერთად განსაზღვრა და კომიქსებისგან განასხვავა გრაფიკული რომანის ცნება.

არტ-შპიგელმანი

ა.შ.შ.

არტ შპიგელმანი