ცემენტის ბაღი
10,90 ₾
მთარგმნელი: ნინო თარხან-მოურავი
მშობლების გარდაცვალება დაობლებულ და-ძმებს „დიდობანას“ თამაშს აწყებინებს. ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება ამ თამაშიდან თავის დაღწევა. როგორ უნდა გაუმკლავდნენ უეცრად თავს დატეხილ „თავისუფლებას“ ბავშვები, მაშინ როცა ყველაფერი უმნიშვნელო მათთვის ჯადოსნური და მისტიკური, მართლაც უჩვეულო კი გულუბრყვილო თამაშის ნაწილია.
არ არის მარაგში
გაერთიანებული სამეფო
დაიბადა 1948 წელს
იენ მაკიუენი წელს დაიბადა ინგლისში, ჰემფშირში. ბავშვობის დიდი ნაწილი ავტორმა გაატარა აღმოსავლეთ აზიაში, გერმანიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ქვეყნებში, სადაც მამამისს ამწესებდნენ არმიიდან. ინგლისში დაბრუნებისა და განათლების მიღების შემდგომ წერას მიჰყო ხელი.
მისი პირველი ნამუშევრები 70-80-იან წლებში ძალზე მძაფრი იყო და გამოხმაურებაც შესაბამისი ჰქონდა. მისი პერსონაჟები ხშირად ექსტრემალური ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყვნენ და ამის გამო ავტორს „იენ მაკაბრიც“ კი შეარქვეს. ბოლო წლებში მისი ნაწარმოებები დროსთან რელევანტურია და აქტუალურ საკაცობრიო საკითხებს შეეხება.
რამდენიმე ნაყოფიერად გატარებული სამწერლო ათწლეულის, უამრავი ჯილდოსა და აღიარების შემდეგ, მაკიუენი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანელი მწერალია.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.