Image Alt

წიგნები

მადიკენი

9,90 

მადიკენი დიდ წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან  თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში,  სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბერგლუნდთან.

მარაგშია

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: ნატო კვარაცხელია

მადიკენი დიდ წითელ სახლში ცხოვრობს დედასთან, მამასთან და უმცროს დაიკო ლისაბეტთან ერთად. ლისაბეტი ყველაფერში მადიკენს ჰბაძავს და უფროს დას ყველგან  თან დასდევს. მოკლედ, ისინი განუყრელები არიან და სხვაგვარად არც შეიძლება! აბა, ლისაბეტი იქ რომ არ ყოფილიყო, ვინ გააგებინებდა ძია ნილსონს, მადიკენი სახურავიდან ქოლგით რომ გადმოფრინდა და მიწაზე დაენარცხა; ხოლო როცა ლისაბეტმა ბარდის მარცვალი შეიტენა ცხვირში,  სწორედ მადიკენი გაჰყვა მას ქალაქის ცენტრში, ექიმ ბერგლუნდთან.

მადიკენს ძალიანაც უნდა, წყნარი და დამჯერი ბავშვი იყოს, მაგრამ არაფრით გამოსდის. აბა, როგორ გამოუვა, როცა ამქვეყნად ამდენი  საინტერესო გასართობია. ამიტომაცაა მისი ცხოვრება ნაირ-ნაირი თავგადასავლებით სავსე. ამათგან ზოგი მათგანი ისეთი სახიფათოა,

თუ არ წაიკითხავთ, ვერც კი წარმოიდგენთ.

 

ISBN 9789941238673
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

168

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.228 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…