Image Alt

წიგნები

ამერიკელი ფსიქოპათი

23,90 

მთარგმნელი: ალექსი სიუკაევი

ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია.

მარაგშია

არტიკული: 9789941303135 კატეგორია: ჭდე: ,

ა.შ.შ.

ბრეტ ისტონ ელისი

დაიბადა 1964 წელს

ბრეტ ისტონ ელისი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. იგი თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია.

მის ნაწარმოებებში უხვადაა გამოყენებული სატირა და შავი იუმორი. ხშირად ჰყავს გამოყვანილი მოძალადე და პრივილეგირებული პერსონაჟები, რომლებიც საზოგადოებაში ადგილს ვერ პოულობენ და სიცარიელეს განიცდიან. მისი ტექსტები შეგვიძლია მივაკუთვნოთ ტრანსგრესიულ ლიტერატურას.

21 წლის ასაკში გამოსცა სადებიუტო წიგნი „ნულზე ნაკლები“, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ბესტსელერი გახდა. მთავარი წარმატება მოუტანა რომანმა „ამერიკელი ფსიქოპათი“, რომელიც მან 27 წლისამ დაწერა და გამოცემისთანავე საკულტო ნაწარმოები გახდა.

აღწერა

1991 წელს რომანი გამომცემლობა Vintage -მ გამოსცა, 2000 წელს კი, მერი ჰარონის ამავე.სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ, „ამერიკელი ფსიქოპათი“ მთელმა.მსოფლიომ გაიცნო.

ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად 1980-იანი წლების ამერიკაში.ხდება, მთავარი თემა კი მომხმარებლური კულტურა და გართობის ინდუსტრიაა, როგორც ამ პერიოდის აშშ-ის მთავარი სიმბოლო. სწორედ.აღნიშნულ დროით და სივრცით გარემოში ვითარდება „ამერიკელი ფსიქოპათის““ სიუჟეტიც. რომანმა, რომლის მთავარი გმირი – პატრიკ ბეიტმენი – დღისით.მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის.მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ღამით.სასტიკ მკვლელად გარდაიქმნება, გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველთა.და კრიტიკოსთა ყურადღება.

„პატრიკ ბეიტმენის ქმედებები და, მით უმეტეს, მისი რეაქციები იმის.სიმბოლოს წარმოადგენს, თუ რაოდენ გულგრილი და უგრძნობი გახდა.ჩვენი კულტურა ძალადობის მიმართ…“ – აღნიშნა ერთხელ თავად ავტორმა.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

ISBN 9789941303135
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

490

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.645 kg
ზომები 1.5 × 15.5 × 23.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.