ყველაზე წიგნიერი

შემეცნებითი კონკურსები ყველაზე პატარებისთვის

 

რა არის ყველაზე წიგნიერი?

“ყველაზე წიგნიერი”  სასკოლო პროექტია, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან კონკურსებსა და ვიქტორინებს. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს კითხვის პოპულარიზაციას სკოლებში.

 

ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში?

ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს.

 

როგორ უნდა ჩავერთო პროექტში “ყველაზე წიგნიერი” ?

გვადევნე თვალი ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და იყავი ყურადღებით. სწორედ აქ აღმოაჩენ წიგნებთან დაკავშირებულ საინტერესო კონკურსებს, ღონისძიებებს, ვიქტორინებსა და სიახლეებს.

 

რატომ უნდა ჩავერთო პროექტში “ყველაზე წიგნიერი?”

“ყველაზე წიგნიერთან” ერთად სასწავლო წელი უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და წიგნიერი გახდება. და რაც მთავარია, გექნება შანსი, მიიღო  პრიზები!

 

ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს და თვალი ადევნეთ სიახლეებს:

https://www.facebook.com/kvelazetsignieri

ყველაზე წიგნიერი