Image Alt

წიგნები

ვისთვის გალობს შაშვი

11,90 

ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მხატვარი ლანა ღოღობერიძე იმ თაობას მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია საბჭოთა რეჟიმის დამთრგუნველი ძალა. ბავშვობის ტრავმებმა დიდად განსაზღვრეს მისი შემოქმედება. „ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.

მარაგშია

არტიკული: 9789941307539 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ლანა ღოღობერიძე

დაიბადა 1928 წელს

ლანა ღოღობერიძე გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, დიპლომატი, მხატვარი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და სახალხო არტისტია. მისმა ფილმებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა. არის საკავშირო სახელმწიფო, ვენეციის, ბერლინის, ტოკიოს, სან-რემოსა და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, თაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკისა და ელუარის ლექსები.

2019 წ. ხელახლა გამოიცა მისი ბიოგრაფიული რომანი რაც მაგონდება და როგორც მაგონდება.

აღწერა

ISBN 9789941307539
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

206

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…