25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

ვიქნები თუნდაც განტენბაინი

15,90 

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომელიც მაქს ფრიშმა 1964 წელს დაწერა, მწერლის შემოქმედებისა და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238826 კატეგორია: ჭდე:

შვეიცარია

მაქს ფრიში

1911 - 1991

იყო მწერალი, დრამატურგი, არქიტექტორი და ფილოსოფოსი. ფრიში თავის ტექსტებში აქცენტს აკეთებდა ადამიანის ინდივიდუალიზმის დაპირისპირებაზე საზოგადოებასთან, მორალთან, პოლიტიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. იყო შვეიცარიელი ავტორების გაერთიანების - ე.წ. „ოლტენის ჯგუფის“ - ერთ-ერთი დამაარსებელი.

აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და არაერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა. საპატიო ხარისხი მიენიჭა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, მისი სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

აღწერა

ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ მაქს ფრიში

ერთი შეხედვით, ნაწარმოებში არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი.მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ.დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე.ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება.მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით.იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში.

„ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის.ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი.რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი.ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება.და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.383 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941238826

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

412

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…