25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები-ქუდი

წიგნები

ველოტური დანიაში (6)

7,90 

დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას.

მარაგშია

ნორვეგია

ანე-კატარინე ვესტლი

1920 - 2008

ანე-კატარინე ვესტლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია. იგი 49 წიგნის ავტორია და ბევრი მათგანი დღეს საბავშვო კლასიკად ითვლება. ქართველი პატარა მკითხველების ერთ-ერთი საყვარელი სერია, რომელიც დიდი ოჯახის სახალისო ამბებს მოგვითხრობს, სრული სახით პირველად „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შვიდ ნაწილიანი სერიის პირველი წიგნია.

2019 წელს, ნორვეგიული ენიდან ითარგმნა ვესტლის კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს; „ავრორა Z კორპუსიდან“, გოგონა ავრორას, მისი მზრუნველი მამისა და პატარა ძამიკოს ამბებს მოგვითხრობს.

აღწერა

მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი

დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას.

ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან.

წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.191 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

პროდუქტის მონაცემები

ISBN

9789941238307

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

152

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავი პირველი შემფასებელი: „ველოტური დანიაში (6)“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…