Image Alt

წიგნები

სოციალური სიცილი

50,90 

„სოციალური სიცილი“ ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, საუკუნის წინანდელ ქართულ პერიოდიკაში შემორჩენილი და თაროზე შემოდებული კარიკატურები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. აღნიშნული კატალოგი გასული საუკუნის პირველი ოცწლეულის ვიზუალური ისტორიაა.

მარაგშია

არტიკული: 9789941302480 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

„სოციალური სიცილი“ ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, საუკუნის წინანდელ ქართულ პერიოდიკაში შემორჩენილი და თაროზე შემოდებული კარიკატურები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. აღნიშნული კატალოგი გასული საუკუნის პირველი ოცწლეულის ვიზუალური ისტორიაა. წარმოიდგინეთ, რომ ათვალიერებთ კომიქსს, რომელიც გიამბობთ საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური დებატების შესახებ, ან ყოველგვარი ისტორიული მიმოხილვის გარეშე გაცნობთ პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა სტრატეგიას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიასა და მისი სიმყიფის მიზეზებს. თხრობა საქართველოს გასაბჭოებით სრულდება.
კატალოგი შეადგინა ჟურნალისტმა და მკვლევარმა სალომე აფხაზიშვილმა, რომელმაც პოლიტიკური კარიკატურის კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში დაიწყო. „სოციალური სიცილი“ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორი გახდეს, რაც გაზრდის პოლიტიკური კარიკატურის, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ხოლო ისტორიის შესწავლას კიდევ უფრო სახალისო საქმედ აქცევს.

ISBN 9789941302480
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

21.00 X 24.00

გვერდების რაოდენობა

154

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.756 kg
ზომები 1.5 × 21 × 24 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…