25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

სხვა ამსტერდამი

12,90 

დათო ტურაშვილის მორიგი რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს.

მარაგშია

არტიკული: 9789941235498 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

დათო ტურაშვილი

დაიბადა 1966 წელს უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ - ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას.

პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1991 წელს; გამოცემული აქვს რამდენიმე რომანი.

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, მაკედონიურ, თურქულ, უკრაინულ, რუსულ, სომხურ და ჩეხურ ენებზე.

მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია საბა (2008) საუკეთესო პიესისათვის შავი კეტები.

დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ბესტსელერად მიიჩნევა მისი რომანი ჯინსების თაობა, რომლის მიხედვით დადგმული სპექტაკლიც თავისუფალ თეატრში რამდენიმე წელია, რაც სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

აღწერა

„ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი მელენტი მასხულია მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიაში აღმოჩნდა, სადაც პარტიზანებს შეუერთდა ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ასე მეუბნებოდა დედაჩემი, რომელიც დაწვრილებით მიყვებოდა იმის შესახებაც, თუ როგორ გაიპარა მანამდე ბაბუაჩემი მელენტი საფრანგეთის ერთ-ერთი საკონცენტრაციო ბანაკიდან შვიდ ქართველ ტყვესთან ერთად. ომი რომ დამთავრდა, საბჭოთა კავშირში დაბრუნებული ბაბუაჩემი მოსკოვიდან პირდაპირ ციმბირში გააგზავნეს და იქ პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ალბათ ამიტომაც მეუბნებოდა მამაჩემი, რომ ბაბუაჩემი არა ფაშისტებს, არამედ კომუნისტებს ებრძოდა მთელი ცხოვრება და ამის გამო აღმოჩნდა კიდეც  შორეულ გადასახლებაში.

ყველაზე საინტერესო კი ჩემთვის, რასაკვირველია, ბებიაჩემის ვერსია იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ბაბუა, სინამდვილეში, არავის ებრძოდა (საერთოდ) და ამსტერდამში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ იქ საყვარელი ჰყავდა, რომლის ბინაშიც ომის პრობლემებს ემალებოდა.

ბებიაჩემს კი მაინც ვერსად დაემალა…“

დათო ტურაშვილი

დათო ტურაშვილის მორიგი რომანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამბებისა და მწერლის ჰოლანდიური შთაბეჭდილებების ნაკრებია. ამ წიგნით ქართველი მკითხველი დაინახავს მისთვის ჯერ უცნობ, ისტორიულ თუ თანამედროვე ამსტერდამს და ჰოლანდიელებს.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.291 kg
ზომები 1.5 × 13 × 20 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941235498

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

306

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.