Image Alt

არქივი

პოლიტიკა – ძალიან მოკლე შესავალი

10,90 

„ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.

მარაგშია

არტიკული: 9789941302848 კატეგორია: ჭდე: ,

აღწერა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

სამეცნიერო რედაქტორი: რატი შუბლაძე​

ძალიან მოკლე შესავალი „ეს უაღრესად საინტერესო, ძალიან მცირე მოცულობის წიგნი პოლიტიკის ბუნებას განიხილავს… მინოუგის მკაფიო შეხედულებები მკითხველისთვის გამოწვევას, პროვოცირებასა და წაქეზებას ემსახურება“.

იან დეივისი, „პოლიტიკაზე საუბარი“

„ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.

კენეთ მინოუგი 1984-1995 წლებში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში პოლიტოლოგიის პროფესორი იყო; გარდა ამისა, 1983-2009 წლებში ხელმძღვანელობდა პოლიტიკური კვლევების ცენტრს. იგი ავტორია წიგნებისა: „მორჩილი გონება: როგორ ფიტავს დემოკრატია მორალურ ცხოვრებას“, „ლიბერალური გონება“, „ნაციონალიზმი“, „უნივერსალურობის კონცეფცია“, „უჩვეულო უფლებამოსილებები: იდეოლოგიის წმინდა თეორია“. მას ეკუთვნის მრავალი აკადემიური სტატია პოლიტიკის თეორიის სხვადასხვა საკითხზე.

 

 

ISBN 9789941302848
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

11.10 X 17.50

გვერდების რაოდენობა

166

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.165 kg
ზომები 1.5 × 10.5 × 17.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.