Image Alt

წიგნები

მოსამართი ჩიტის ქრონიკები

27,90 

ჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები – წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ – ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“.

მარაგშია

არტიკული: 9789941305085 კატეგორია: ჭდე:

იაპონია

ჰარუკი მურაკამი

დაიბადა 1949 წელს

ჰარუკი მურაკამი - თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

აღწერა

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

ჰარუკი მურაკამის რომანი „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ ჭეშმარიტად ვირტუოზული ნაწარმოებია. მეორე მსოფლიო ომის საშინელებანი და ჩვენი თანამედროვის ბედი იაპონიაში, მეტაფორული აზრების მთელი წყება, თხრობის განსხვავებული ფენები, წერილები, მისტიკური სიზმრები, მოგონებები, საჟურნალო სტატიები, კოდირებული ფაილები – წარმოუდგენელი მოვლენებისგან ნაქსოვი ერთიანი, მთლიანი ტილო. დახვეწილი ირონია და ჰარუკი მურაკამის შეუდარებელი ინტონაციები, რომელმაც თვითონვე თქვა საკუთარ ნაშრომზე: „მოსამართი ჩიტის ქრონიკები“ – ეს არის აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“.

და მაინც, იაპონელებს სამყაროს აღქმის საკმაოდ უცნაური უნარი აქვთ. სწორედ აღქმის ამ თავისებური სტილით იაპონელ მწერლებს ადვილად გამოვარჩევთ დასავლელი მწერლებისგან.

თუ ფიქრობთ, რომ წიგნის ბოლოს ვიღაც უსახელო ღმერთი ყველაფერში გაგარკვევთ, იმედი სრულიად გაგიცრუვდებათ. არავინ არაფერს არ აგიხსნით. არავინ არაფერში არ გაგარკვევთ. თვითონ უნდა გაერკვეთ მთელ ამ სიმბოლიკაში, ყველა ამ გმირის როლში.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941305085
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

788

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.705 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.