25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მეც მინდა სკოლაში

12,90 

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

მარაგშია

არტიკული: 9789941305672 კატეგორია: ჭდე: , ,

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

ასაკი: 3-6

მთარგმნელი: თამარ მაისურაძე

საბავშვო ბიბლიოთეკა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის შერჩეულ კლასიკურ ნაწარმოებებს აერთიანებს. საბავშვო ბაღში, სახლში, თამაშის დროს თუ ძილის წინ წიგნებთან ერთად გატარებული დრო ბავშვებისათვის ყველაზე ძვირფასია. სწორედ ამიტომ სულაკაურის გამომცემლობა გთავაზობთ ასაკისთვის შესაფერის, თანამედროვე, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ სერიას, რომელიც ადრეული ასაკიდან შეაყვარებს პატარებს წიგნებთან ურთიერთობას.

„მეც მინდა სკოლაში“, – გაიძახის ხუთი წლის ლენა და ხშირად წარმოიდგენს ხოლმე, ვითომ მართლაც ჰყავს მასწავლებელი. თუმცა, სკოლობანას თამაში გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, რომ იცოდეს, სინამდვილეში როგორია სკოლა. ერთ მშვენიერ დილას ლენას უფროსი ძმა პეტერი ეუბნება: – ჩქარა ჩაიცვი, თუ გინდა, წამომყვე და ნახო, როგორია ჩემი სკოლა…

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.234 kg
ზომები 1.5 × 19.5 × 24 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941305672

ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

19.50 X 24.00

გვერდების რაოდენობა

32

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მეც მინდა სკოლაში“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *