მელორი ტაუერსი (წიგნი მესამე)
8,90 ₾ Original price was: 8,90 ₾.4,50 ₾Current price is: 4,50 ₾.
დარელი და მისი მეგობრები მელორი ტაუერსში ბრუნდებიან. პანსიონს ახალი მოსწავლეებიც შეემატნენ:
ზერელდა ამერიკელია, მისი მთავარი გატაცება კინოვარსკვლავების ცხოვრებაა და თავადაც მსახიობობაზე ოცნებობს; ვილჰელმინას ბილის ეძახიან, იგი ცხენოსნობითაა გატაცებული და დღედაღამ ცხენებზე ფიქრობს; მავის მშვენიერი ხმა აქვს და ოპერის მომღერლობას აპირებს.
მელორი ტაუერსში მესამე წელი კლავ სავსეა მხიარულებითა და საკვირველი მოულოდნელობებით.
მარაგში
გაერთიანებული სამეფო
1897 - 1968
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა.
მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.