25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

დენს დენს დენს

19,90 

რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც – რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ სულ მალე გმირი ხვდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ძალიან დახლართულია, ამიტომ ის იძულებული ხდება, თავიდან დაიწყოს ცეკვა.

მარაგში

არტიკული: 9789941235191 კატეგორია: ჭდე:

იაპონია

ჰარუკი მურაკამი

დაიბადა 1949 წელს

ჰარუკი მურაკამი - თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

აღწერა

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

„ცხვრის“ შემდეგ დავწერე „საოცრებათა სამყარო მუხრუჭების გარეშე“, მერე – „ნორვეგიული ტყე“ და მხოლოდ ამის შემდეგ – „დენსი“. „ვირთხას ტრილოგიის“ გმირები ერთთავად ჩემში რჩებოდნენ. იმ სამ წიგნს ერთმანეთის მიყოლებით ვწერდი და მინდოდა, ბოლომდე მომეთხრო ყველაფერი, რათა, ბოლოს და ბოლოს, გავთავისუფლებულიყავი მისგან“. – ჰარუკი მურაკამი

მისტიკურ დეტექტივში „დენს დენს დენს“ სიუჟეტი „ცხვარში“ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იშლება. მთხრობელი წყვეტს კავშირს ყველასთან და ყველაფერთან, თავით ეშვება ჟურნალისტური ყოველდღიურობის მორევში და განვითარებული კაპიტალიზმის დიადი სისტემის ჭანჭიკად იქცევა, რასაც ის „ნეხვად გადაქცევის სისტემას“ უწოდებს. მთხრობლის ფუნქცია კულტუროლოგიური ნამქერის ქექვაა.

რომანის მთავარი გმირი სინამდვილისგან მოწყვეტილად გრძნობს თავს; ვერ პოულობს ადგილს სამყაროში; მის სულში სრული ქაოსია. ის არაფერთან არ არის შეერთებული, თუმცა რაღაც მაინც ცდილობს მის გონებაში შეღწევას, რაღაც – რაც მას ჯერ კიდევ არ წაუშლია საკუთარ თავში… ადამიანი-ცხვარი ამ „რაღაცის“ ჩართვას ჰპირდება და ურჩევს მას: „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ სულ მალე გმირი ხვდება, რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ძალიან დახლართულია, ამიტომ ის იძულებული ხდება, თავიდან დაიწყოს ცეკვა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

 

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.552 kg
ზომები 1.5 × 14.5 × 21.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941235191

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

562

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „დენს დენს დენს“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *