Image Alt

წიგნები

ჩხერკეთელაობა

9,50 

მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე

„ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟები – ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის, ლეიტის მცხოვრებლები – რენტსი, თიშიკო, ქლიავა და ბეგბი, ერთი შეხედვით, თითქოს მხიარული და თავქარიანი მეგობრები, სინამდვილეში მარგინალი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941237980 კატეგორია: ჭდე: ,

შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო

ირვინ უელში

დაიბადა 1958 წელს

ირვინ უელში დაიბადა ედინბურგში, შოტლანდიაში. მწერლის ადრეული ცხოვრება ქაოსური იყო. იგი განათლებას სკეპტიკურად უყურებდა და სკოლაზეც გული აიცრუა, თუმცა მოგვიანებით დაეწია სასწავლო პროგრამას და დღემდე მადლიერია რამდენიმე ადამიანისა, ვინც მის ჭირვეულობას იტანდა და არც რჩევა-დარიგებებს იშურებდა მისთვის.

ერთხანს ლონდონში ცხოვრების შემდეგ უელში პანკსცენას დაუახლოვდა. ამავე დროს სამუშაოს ხშირად იცვლიდა და ერთხანს ფულიც კი იშოვა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მოიქცა, როგორც ნამდვილი შოტლანდიელი და ყველაფერი ქარს გაატანა. მისი თქმით, ამ დროს კიდევ ერთი შოტლანდიური ტრადიცია დაიცვა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა „წესიერი გოგოს საპოვნელად და კერის დასაფუძნებლად“.

1993 წელს გამოიცა მისი „ჩხერკეთელაობა“ და უელშმაც სახელი გაითქვა. აგრესიული და მძაფრი ტექსტი ბევრს აშინებდა, თუმცა წიგნის პოპულარობისთვის ამას ხელი არ შეუშლია. 1995 წელს სამსახური მიატოვა. როგორც თვითონ ამბობს, წერის მოტივაცია სწორედ ის ფაქტი იყო, რომ მუშაობა ყოველთვის მოსაწყენად ეჩვენებოდა. 1996 წელს დენი ბოილმა წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო, რამაც ირვინ უელში საკულტო მწერლად აქცია.

ავტორი ძირითადად დუბლინში ცხოვრობს. ზამთარს მაიამიში ატარებს, ედინბურგში კი რეგულარულად დადის ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის მოსანახულებლად.

აღწერა

ირვინ უელში

„ჩხერკეთელაობის“ მთავარი პერსონაჟები – ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის, ლეიტის მცხოვრებლები – რენტსი, თიშიკო, ქლიავა და.ბეგბი, ერთი შეხედვით, თითქოს მხიარული და თავქარიანი მეგობრები, სინამდვილეში მარგინალი ახალგაზრდები.არიან, რომლებსაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ. მათ თავგადასავლებში ჩანს ნარკოტიკებში.ჩაკარგული ადამიანების ყოველდღიური სევდა, საზრუნავი, სიკეთე თუ ბოროტება. თითოეული მათგანი თავის ისტორიას მოგვითხრობს და.ყოველი ეპიზოდი დასრულებულ ამბავს ქმნის.

ცნობილია, რომ შოტლანდიელი მწერალი ირვინ უელში, რომელიც ახალგაზრდობაში.მძიმე ნარკომანიით იყო შეპყრობილი, „ჩხერკეთელაობის“ მთავარი.პერსონაჟის, რენტსის პროტოტიპია. ეს მისი პირველი რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და.არაერთგვაროვანი კრიტიკის მიუხედავად უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. 1996 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა, რომელსაც.მკითხველი თრაინსპოტტინგ-ის სახელით იცნობს, ის საკულტო ნაწარმოებად აქცია.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ISBN 9789941237980
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

464

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,427 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.