Image Alt

წიგნები

არსადროს

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ლონდონის ქუჩების ქვეშ არსებობს სამყარო, რომლის შესახებ ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს. ადგილი, რომელზეც ბევრი ვერც კი იოცნებებდა. იქ სიტყვა ნამდვილ ძალას იძენს. იქ მხოლოდ კარის შეღების შემდეგ შეიძლება მოხვდე. ეს არის ქალაქი იმ ადამიანებისა, რომლებიც ნაპრალებში გაუჩინარდნენ. სამყარო სავსეა ხიფათით, დასახლებულია წმინდანებითა და ურჩხულებით, მკვლელებითა და ანგელოზებით.

რიჩარდ მეიჰიუ, ახალგაზრდა ბიზნესმენი, საიდუმლოებებით მოცული სხვა ლონდონის შესახებ ბევრ რამეს შეიტყობს. სიკეთის მცირე გამოვლინება რიჩარდს ყოველდღიურობიდან გადაისვრის სამყაროში, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს უცნაურია. ბედისწერა კი საოცარ ამბებს უმზადებს.

ოც წელიწადზე მეტია არ ნელდება ინტერესი ნილ გეიმანის ამ რომანის მიმართ. ის ახალი თაობების სულ უფრო მეტ წარმომადგენელს მიუძღვება ლონდონის მიწისქვეშეთის საოცარ სამყაროში. მრავალათასიანი ტირაჟები მთელ მსოფლიოში გულს უხარებს ამ წიგნის თაყვანისმცემლებს, მაგრამ ეს გამოცემა მაინც განსაკუთრებულია ცნობილი მხატვრის, კრის რიდელის, ილუსტრაციების გამო. მხატვარი დეტალურად აღადგენს ლონდონის მიწისქვეშეთის ჩახლართულ გეოგრაფიას და არ დაიკარგები იდუმალ სამყაროში, თუ შემთხვევით „იმ” კარს არ შეაღებ.

გაერთიანებული სამეფო

ნილ გეიმანი

დაიბადა 1960 წელს

ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ის ჰემპშირში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ბიბლიოთეკებში გაზრდილი ველური ბავშვი იყო.

თავდაპირველად ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. მისი პირველი წიგნები ჯგუფ "Duran Duran"-ისა და დაგლას ადამსის ბიოგრაფიებია. ამის შემდეგ კომიქსების წერა სცადა და შედეგად სრულიად გენიალური „სენდმენი“ მივიღეთ. ეს იყო პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია, რომ გეიმანი არ გაურბის მკითხველთან ურთიერთობას. ის ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც 2001 წელს Twitter-ზე საკუთარი ბლოგი შექმნა და 2 მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. Facebook-ზე ეს რიცხვი თითქმის მილიონს აღწევს.

დღეისათვის ნილ გეიმანი, უდავოდ, ერთ-ერთი საკულტო მწერალია. მისი შემოქმედება არ ჯდება კონკრეტული ჟანრისა თუ მიმდინარეობის საზღვრებში. მან შეძლო, რომ კომიქსები საბავშვოდან მოზრდილთა, რომანები კი მულტიასაკობრივ კატეგორიაში გადაეყვანა.

აღწერა

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307300

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

560

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.