Image Alt

დათო ტურაშვილი – ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკო

15 აპრილი
დათო ტურაშვილი – ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკო
19:00 - 20:00
Facebook
სულაკაურის გამომცემლობა
დასწრება უფასოა

გრძელდება ჩვენი ლაივების სერია. ამჯერად ლიტერატურაზე, უფრო სწორად კი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაწარმოების გრაფიკულ გამოცემაზე, ჩვენი ავტორი – დათო ტურაშვილი გესაუბრებათ.

ლაივის განმავლობაში შეგეძლებათ კითხვების დასმაც.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული.

მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.

Event details

Date: 15 აპრილი 2020.
Time: 19:00 - 20:00
Venue: Facebook
Hosting: სულაკაურის გამომცემლობა