Image Alt

ავტორი

1883 - 1924

XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში.

გიმნაზიის დამთავრებისთანავე მან სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები, თუმცა წარუმატებლად. მწერალი 1924 წელს ტუბერკულოზმა შეიწირა. მაქს ბროდმა არ შეუსრულა მეგობარს უკანასკნელი სურვილი, გაენადგურებინა მისი თხზულებები და გამოაქვეყნა ისინი. ასე გაიცნო მსოფლიომ ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერალი - ფრანც კაფკა.

ფრანც-კაფკა

ჩეხეთი

ფრანც კაფკა