Image Alt

ავტორი

დაიბადა 1962 წელს

ჩაკ პალანიკი  უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალია, რომელიც 1990-იანი წლების ერთ-ერთი საკულტო ფიგურაა ამერიკულ, და არამხოლოდ ამერიკულ, ლიტერატურაში. სადებიუტო რომან „მებრძოლთა კლუბის“ გამოსვლის შემდეგ პალანიკმა მსოფლიო დიდება მოიხვეჭა, რაშიც ავტორს ნაწარმოების ძალიან წარმატებული ეკრანიზაციაც დაეხმარა.

ამის შემდეგ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწერალი გახდა, რომლის სხვადასხვა რომანი მსოფლიოს 40-მდე ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა.

პალანიკი წერის მინიმალისტური მანერით გამოირჩევა, რაც მის ისედაც უაღრესად დახვეწილ თხრობას დამატებით დაძაბულობას სძენს. მწერალს თავის ნაწარმოებებში პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც მის წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს.

ჩაკ-პალანიკი

ა.შ.შ.

ჩაკ პალანიკი