25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ავტორის შესახებ

საქართველო

არჩილ სულაკაური

1927 - 1997

პირველად ლექსები იბეჭდებოდა სალიტერატურო ჟურნალებში, შემდეგ მოთხრობები. მოგვიანებით ის გამომცემლობა „ნაკადულის“ საბავშვო განყოფილების ხელმძღვანელი, შემდეგ კი ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი გახდა. გამოქვეყნებული აქვს პოეტური („ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), „საგზალი“ (1959), „ოთხივე მხრიდან“ (1975), „სიჩუმე“ (1978), „ლექსები“ (1980) და პროზაული („ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფვიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966) კრებულები და რომანები („ოქროს თევზი“ (1966), „ლუკა“(1972).

იგი ავტორია საბავშვო მოთხრობებისა სალამურას თავგადასავალი (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1969 წ.), ჯადოსნური კაბა და ცისფერი ირემი.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.