Image Alt

წიგნები

შინ – შენ

„შინ – შენ“ ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანია. წიგნში მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნია მარტოა – ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, მაგრამ ცხოვრება მეორე შანსს, ნანატრ კინოროლს სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.

არტიკული: 9789941307201 კატეგორია:

საქართველო

ეკატერინე ტოგონიძე

დაიბადა 1981 წელს

ეკატერინე ტოგონიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტელეწამყვანად მუშაობდა.

მოგვიანებით იგი ასწავლიდა ტელეჟურნალისტიკას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2013 წელს მოთხრობების კრებულით ანესთეზია, რომლისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია საბა დაიმსახურა.

ამჟამად ეკატერინე ტოგონიძე აქტიურად აგრძელებს სამწერლო საქმიანობას და პარალელურად, ჩართულია არაერთ პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცხოვრების გაუმჯობესებას.

მისი რომანები ქარიშხალი მარგო და ასინქრონი თარგმნილია გერმანულ ენაზე.

აღწერა

რომანის “შინ – შენ” ლაბირინთში მკითხველი ნიას აჩქარებული სუნთქვისა და მაჯისცემის რიტმით მოგზაურობს, არიადნეს გორგალივით უჭირავს უკან დასაბრუნებელი ძაფი, თითქოს ამ ძაფით აღადგენს კავშირს დაკარგულ წარსულთან და ხედავს იმას, რასაც თავად ნიაც ვერ ხედავდა – სხვათა სიმართლეს.

ეკატერინე ტოგონიძეს, ასევე, გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები „ანესთეზია“ და „მომისმინე“, მცირე რომანები „სხვა გზა“ და „ქარიშხალი მარგო“ და რომანი „ასინქრონი“.

ავტორის შესახებ

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. არის ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის ორგზის სტიპენდიატი და პრემია „საბას” ლაურეატი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ჩეხურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე.

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941307201

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00X19.50

გვერდების რაოდენობა

241

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…