25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

წიგნები

მომისმინე

9,90 

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურული ტექსტები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე, შესულია არაერთ კრებულში და მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941235986 კატეგორია: ჭდე:

საქართველო

ეკატერინე ტოგონიძე

დაიბადა 1981 წელს

ეკატერინე ტოგონიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 10 წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე ტელეწამყვანად მუშაობდა.

მოგვიანებით იგი ასწავლიდა ტელეჟურნალისტიკას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2013 წელს მოთხრობების კრებულით ანესთეზია, რომლისთვისაც მწერალმა ლიტერატურული პრემია საბა დაიმსახურა.

ამჟამად ეკატერინე ტოგონიძე აქტიურად აგრძელებს სამწერლო საქმიანობას და პარალელურად, ჩართულია არაერთ პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ცხოვრების გაუმჯობესებას.

მისი რომანები ქარიშხალი მარგო და ასინქრონი თარგმნილია გერმანულ ენაზე.

აღწერა

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურული ტექსტები ნათარგმნია ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე, შესულია არაერთ კრებულში და მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული პრემია.

მისი ავტორობით 2011 წელს გამოიცა მითხრობების კრებული „ანესთეზია“, 2014 წელს კი რომანი „ასინქრონი“.

„ვუყურებდი ამ ქალს მშვიდ ცისფერ თვალებში, ნათელ შუბლზე და გული მაგრად მიცემდა. როგორ შეგიძლიათ? – მინდოდდა მეკითხა… როგორ შეგიძლიათ? – მინდოდა მთელი ხმით მეყვირა და არ ვიცი, რა ძალით შევიკავე თავი… მშურს ყველასი, ვინც იცის, როგორ იცხოვროს. მშურს ამ ქალის, რომელმაც იცის, ზუსტად იცის, როგორ ადგეს ყოველ დილით, მოუაროს ძმისშვილს, ხელახლა ასწავლოს ჩაის დალევა და კარაქიანი პურის ჭამა, თასმების შეკვრა და ტუალეტში გასვლა, შეაქოს, წაახალისოს… ეს გააკეთოს იმ აზრით, რომ ხვალ ყველაფერი თავიდან ექნება დასაწყები, ყველაფერი თავიდან… სიყვარული მხოლოდ გასცეს, გასცეს და წამით არ იფიქროს დაბრუნებაზე… გესმის?“

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.135 kg
ზომები 1.5 × 13 × 19.5 cm

წიგნის მონაცემები

არტიკული

9789941235986

ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

136

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მომისმინე“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *