25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

შექმენი წიგნის ალტერნატიული ყდა

თუ ხარ 10-12 კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და დიზაინერობაზეც გიფიქრია, ეს კონკურსი შენთვისაა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

წაიკითხე საკონკურსო წიგნი და შექმენი:

  • წიგნის ალტერნატიული ყდა;
  • შემოგვთავაზე ყდის ნახატი თავისი წარწერებით (წიგნის სათაური, ავტორი);
  • უკანა ყდის და ყუის დიზაინი და წარწერები.

ნამუშევარი გამოვიგზავნე მეილზე: tsignieri@sulakauri.ge

რა ჩავწერო მეილის სათაურში (subject)?

კონკურსი: წიგნის ალტერნატიული ყდა

როდის გამოვგზავნო?

2020 წლის 30 ივნისამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

  • გამარჯვებული მონაწილის შექმნილი ყდით დაიბეჭდება წიგნის 5 ეგზემპლარი.
  • გამარჯვებულს ასევე გადაეცემა წიგნების 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

საკონკურსე წიგნები:

  • პატარა ქალები
  • სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
  • ორმოები
  • ყველაფერი ყველაფერი
  • ცუდი დასაწყისი
  • ბალადა გატეხილ ცხვირზე
  • ჩრდილოეთის ციალი
  • ნუ მოკლავ ჯაფარას