25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

Image Alt

ყველაზე წიგნიერი გუნდი

თუ ხარ 6-10 კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ინტელექტუალური თამაშები, ეს კონკურსი შენთვისაა!

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • შექმენი 5-წევრიანი გუნდი და დაარქვი ორიგინალური სახელი;
  • დაარეგისტრირე გუნდი 27 დეკემბრის ჩათვლით.
    რეგისტრაციისთვის მეილზე tsignieri@sulakauri.ge გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია: გუნდის სახელი, გუნდის წევრების სახელები, გვარები და საკონტაქტო ინფორმაცია, სკოლა და კლასი;
  • წაიკითხე შენი გუნდის ასაკისთვის შესაბამისი საკონკურსე წიგნები და უპასუხე კითხვებს.

ინტელექტუალური თამაშის წესები:

თამაში იყოფა ორ ასაკობრივ კატეგორიად – 6-7 კლასები და 8-10 კლასები და შედგება სამი ტურისგან.

  • პირველი ტური გაიმართება 2020 წლის იანვარში
  • მეორე ტური გაიმართება 2020 წლის მაისში
  • მესამე ტური გაიმართება 2020 წლის ივნისში

პირველ და მეორე ტურებში წასაკითხი წიგნების სია იქნება სხვადასხვა, ხოლო მესამე, ფინალურ, ტურში კითხვები დაისმება ორივე ტურში წაკითხული წიგნებიდან.

კითხვების ფორმატი:

  • 6-7 კლასელებისთვის დასმული კითხვები წაკითხული წიგნების შინაარსისა და ფაქტობრივი მასალის ცოდნას შეამოწმებს;
  • 8-10 კლასის მოსწავლეებისთვის დაისმება კითხვები, რომლებიც წაკითხულის გააზრებას და ლოგიკურ მსჯელობას მოითხოვს.

რას მიიღებს გამარჯვებული გუნდი?

პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 200 ლარიან სასაჩუქრე ბარათს
მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 150 ლარიან სასაჩუქრე ბარათს
მესამე ადგილზე გასული გუნდის თითოეული წევრი მიიღებს 100 ლარიან სასაჩუქრე ბარათს

წასაკითხი წიგნების სია 6-7 კლასებისთვის:

I ტური

  1. ნოემბრის მიწურულს
  2. კეთილიონი
  3. მექანიკური გული
  4. დეტექტივი კალე ბლუკვისტი
  5. პენდერუიკები
  6. ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
  7. ქურდების მბრძანებელი
  8. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

II ტური

  1. მთვარის მედალიონი
  2. 15 წლის კაპიტანი
  3. ეს მე ვარ, კოსმო
  4. ულისი
  5. ბალადა გატეხილ ცხვირზე
  6. თევზი ხეზე
  7. შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება
  8. მეფე მათიუშ პირველი

წასაკითხი წიგნების სია 8-10 კლასებისთვის:

I ტური

  1. ჩრდილოეთის ციალი
  2. ორმოები
  3. კორალაინი
  4. პატარა ქალები
  5. სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
  6. ნუ მოკლავ ჯაფარას
  7. ბასკერვილების ძაღლი
  8. პატარა პრინცი
  9. კურკას ქორწილი და სხვა მოთხრობები

II ტური

  1. უჩვეულო დანა
  2. სოფის სამყარო
  3. უკანასკნელი მოჰიკანი
  4. სასაფლაოს წიგნი
  5. უკანასკნელი ფოთოლი და სხვა მოთხრობები
  6. ბასკერვილების ძაღლი
  7. პერსეპოლისი
  8. განუყრელი დანა
  9. ურჩხული გიხმობს