25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

მშობლებისთვის

თუ ხართ მშობელი და გსურთ თქვენი განსაკუთრებული გამოცდილება სხვებს გაუზიაროთ, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

ჩვენ მიერ გამოცემული საბავშვო ლიტერატურიდან აირჩიეთ ერთი წიგნი, რომელიც თქვენს შვილს გამორჩეულად უყვარს.

დაწერეთ 800-1000 სიტყვიანი სტატია ან ბლოგ პოსტი და მოუყევით სხვებს თქვენი და თქვენი შვილის განსაკუთრებული გამოცდილების შესახებ.

ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  1. რატომ მოეწონა და რა ემოციები გამოიწვია ამ წიგნმა?
  2. როგორ შეარჩიეთ ეს კონკრეტული წიგნი?
  3. რას ასწავლის და რატომ უნდა წაიკითხონ სხვა ბავშვებმა?

ნამუშევარს თან დაურთეთ თქვენი შვილის ფოტო შერჩეულ წიგნთან ერთად და გამოგვიგზავნეთ მეილზე: tsignieri@sulakauri.ge

რა ჩავწერო მეილის სათაურში (subject)?

კონკურსი მშობლებისთვის

როდის გამოვგზავნო?

2020 წლის 30 აპრილამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

  • სამი საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება გამომცემლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (sulakauri.ge) და გავრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ მედია საშუალებებით;
  • გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ წიგნების 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.