25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

მასწავლებლებისთვის

თუ ხართ მასწავლებელი და გსურთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებები სხვებს გაუზიაროთ, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

დაწერეთ 800-1000 სიტყვიანი სტატია ან ბლოგ პოსტი, რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვებს:

  1. რა გზებს და მეთოდებს იყენებთ მოსწავლეებისთვის კითხვის შესაყვარებლად?
  2. როგორ და რა კრიტერიუმებით არჩევთ ლიტერატურას, რომელსაც რეკომენდაციას უწევთ თქვენს მოსწავლეებთან?
  3. თქვენი აზრით, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს სკოლა ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით და რა გამოსავალს ხედავთ?

ნამუშევარი გამოგვიგზავნე მეილზე: tsignieri@sulakauri.ge

რა ჩავწერო მეილის სათაურში (subject)?

კონკურსი მასწავლებლებისთვის

როდის გამოვგზავნო?

2020 წლის 30 აპრილამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

  • სამი საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება გამომცემლობის საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე (sulakauri.edu.ge) და გავრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ მედია საშუალებებით;
  • გამარჯვებულ მასწავლებლებს ასევე გადაეცემათ წიგნებისა და სახელმძღვანელოებისთვის 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.