25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

გამოეცი ილუსტრირებული წიგნი

თუ ხარ 4-6 კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ხატვა, ეს კონკურსი შენთვისაა!

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • შექმენი ილუსტრატორთა 5-10 წევრიანი ჯგუფი;
  • წაიკითხეთ ერთ-ერთი საკონკურსო წიგნი და ამოარჩიეთ საილუსტრაციო სცენები;
  • გაინაწილეთ სცენები ისე, რომ თითო სცენისთვის შეიქმნას 1 ილუსტრაცია;
  • შექმენით ან განაახლეთ ილუსტრაციები თქვენეული ხედვით;
  • სასურველია, ერთი წიგნისთვის დაიხატოს მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 30 ილუსტრაცია;
  • ილუსტრაციების ნაკრები მოგვიტანეთ გამომცემლობაში;

რა მისამართზე მოვიტანოთ საკონკურსო ილუსტრაციები?

სულაკაურის გამომცემლობა, დავით აღმაშენებლის გამზირი #150, თბილისი.

რა დავაწეროთ ნახატებს უკანა მხარეს?

გუნდის წევრების სახელები და გვარები, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

როდის მოვიტანო?

2020 წლის 30 ივნისამდე ნებისმიერ დროს.

გაითვალისწინე, რომ გამომცემლობა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებულ ილუსტრატორთა ჯგუფი?

  • გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის გამომცემლობა დაბეჭდავს მათ მიერ ილუსტრირებულ წიგნებს. თითო მონაწილეს შეხვდება თითო ეგზემპლარი და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სკოლის ბიბლიოთეკას.
  • გამარჯვებული გუნდის წევრები ასევე მიიღებენ 100 ლარიან ვაუჩერებს.

საკონკურსე წიგნები:

  • ტუვა გლიმერდალიდან;
  • ავრორა Z კორპუსიდან;
  • რონია;
  • ცირკი მირანდუსი;
  • ცნობილი ხუთეული #5;
  • მელორი ტაუერსი (წიგნი პირველი).