25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

დირექტორებისთვის: როგორ გავხადოთ სასკოლო ბიბლიოთეკა პოპულარული?

თუ ხართ სკოლის დირექტორი და გაქვთ იდეები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

დაწერეთ 800-1000 სიტყვიანი სტატია ან ბლოგ პოსტი, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ხედვასა და გეგმას სასკოლო ბიბლიოთეკების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

  1. რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა სასკოლო ბიბლიოთეკები?
  2. თქვენი აზრით, როგორია ამ პრობლემების მოგვარების ეფექტური გზა?
  3. რა რესურსი გჭირდებათ პრობლემის თქვენეული გზით გადაწყვეტისთვის?
  4. რატომაა მნიშვნელოვანი სკოლებში ბიბლიოთეკების არსებობა?

ნამუშევარი გამოგვიგზავნე მეილზე: tsignieri@sulakauri.ge

რა ჩავწერო მეილის სათაურში (subject)?

კონკურსი დირექტორებისთვის

როდის გამოვგზავნო?

2020 წლის 30 აპრილამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

  • საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება გამომცემლობის საგანმანათლებლო ვებ-გვერდზე (sulakauri.edu.ge) და გავრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ მედია საშუალებებით;
  • გამარჯვებულს ასევე გადაეცემა “სულაკაურის გამომცემლობის” წიგნები სასაჩუქრე კოლექციიდან.