25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

დაასურათე წიგნის ეპიზოდი

თუ ხარ 1-3 კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ხატვა, ეს კონკურსი შენთვისაა!

როგორ მივიღო მონაწილეობა?

  • აირჩიე საკონკურსო წიგნი;
  • წაიკითხე შესაბამისი დავალება;
  • დახატე ერთი ილუსტრაცია;
  • მოგვიტანე შენი ნამუშევარი გამომცემლობაში;

სად მოვიტანო საკონკურსო ილუსტრაცია?

სულაკაურის გამომცემლობა, დავით აღმაშენებლის გამზირი #150, თბილისი.

რა დავაწერო ნახატს უკანა მხარეს?

  • სახელი;
  • გვარი;
  • ასაკი;
  • კლასი;
  • სკოლის დასახელება;
  • საკონტაქტო ნომერი;

როდის მოვიტანო?

2020 წლის 30 ივნისამდე ნებისმიერ დროს.

გაითვალისწინე, რომ გამომცემლობა მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 საათამდე.

როდის გამოვლინდება გამარჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 200 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.

მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 150 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.

მესამე ადგილის მფლობელი მიიღებს 100 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.

საკონკურსო წიგნები:

  • მილი-მოლი მენდი
  • ექიმი დულიტლის თავგადასავალი
  • ვაფლის გულები
  • ლოტა აურზაურის ქუჩიდან
  • ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი
  • საიდუმლო შვიდეული (წიგნი პირველი)
  • პეპი გრძელწინდა