25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

ამოგზაურე წიგნის პერსონაჟი

თუ ხარ 7-8 კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და საინტერესო ისტორიების შეთხზვა, ეს კონკურსი შეთვისაა.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

წაიკითხე ორი საკონკურსო წიგნი და დაწერე მცირე მოთხრობა, რომელშიც ერთი წიგნის პერსონაჟს მეორე წიგნში ამოგზაურებ.
შეგიძლია იხელმძღვანელო ამ შეკითხვებით:

  • სად აღმოჩნდება წიგნის პერსონაჟი?
  • წიგნის რომელ გმირებს შეხვდება?
  • რაზე ისაუბრებს მათთან?
  • როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება ამ მოგზაურობის შემდეგ?

საკონკურსო მოთხრობა გამოგვიგზავნე მითითებულ მეილზე: tsignieri@sulakauri.ge

რა ჩავწერო მეილის სათაურში (subject)?

კონკურსი: ამოგზაურე წიგნის პერსონაჟი.

როდის გამოვგზავნო?

2020 წლის 30 ივნისამდე.

როდის გამოვლინდება გამაჯვებული?

2020 წლის ივლისში.

რას მიიღებს გამარჯვებული?

პირველი ადგილის მფლობელი მიიღებს 200 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.
მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 150 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.
მესამე ადგილის მფლობელი მიიღებს 100 ლარიან წიგნების სასაჩუქრე ბარათს.

საკონკურსე წიგნები:

  • კეთილიონი
  • ბალადა გატეხილ ცხვირზე
  • ულისი
  • ანე ფრანკის დღიური
  • ნოემბრის მიწურულს
  • სამნი ნავში ძაღლს თუ არ ჩავთვლით
  • პატარა ქალები
  • თხუთმეტი წლის კაპიტანი