25 ლარის ზემოთ მიწოდება უფასოა.

Image Alt

ყველაზე წიგნიერი

ყველაზე_წიგნიერი

„სულაკაურის გამომცემლობის“ საგანმანათლებლო პროექტი – „ყველაზე წიგნიერი“, უკვე ექვსი წელია, წარმატებით ხორციელდება.

პროექტი გათვლილია სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებზე, მათ მშობლებსა და მასწავლებლებზე. პროექტის მთავარი მიზანია კითხვისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის ამაღლება.

„ყველაზე წიგნიერში“ მონაწილეობენ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების კერძო და საჯარო სკოლები. ეს პროექტი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით; პროექტი აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ კონკურსებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. გამარჯვებულებს და პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ საჩუქრები და სერტიფიკატები.

პროექტში ასევე სახელდებიან „ყველაზე წიგნიერი მასწავლებელი“ და „ყველაზე წიგნიერი სკოლა“.

ვის შეუძლია ჩაერთოს პროექტში?

  • ნებისმიერ
  • სკოლის მოსწავლეს;
  • მოსწავლეთა ჯგუფს;
  • სკოლას;
  • მასწავლებელს;
  • მშობელს;
  • სკოლის დირექტორს.

როგორ უნდა ჩავერთო პროექტში „ყველაზე წიგნიერი“?

პროექტში ჩართვა ძალიან მარტივია:

  • აირჩიე ნებისმიერი კონკურსი, წაიკითხე პირობები და გამოგზავნე საკონკურსო დავალება.
  • შეგიძლია ჯგუფურ აქტივობებშიც ჩაერთო! შექმენი გუნდი კლასელებთან ერთად, წაიკითხე საკონკურსე წიგნები და მიიღე მონაწილეობა ვიქტორინაში.

რატომ უნდა ჩავერთო პროექტში „ყველაზე წიგნიერი?“

პროექტში „ყველაზე წიგნიერი” აღმოაჩენ წიგნებთან დაკავშირებულ საინტერესო კონკურსებს, პრიზებს, ღონისძიებებს, ვიქტორინებს და სიახლეებს ახალი წიგნების შესახებ. „წიგნიერთან” ერთად სასწავლო წელი იქნება უფრო მრავალფეროვანი, უფრო სახალისო და უფრო წიგნიერი.

როდის შემიძლია ჩავერთო?

ნებისმიერ დროს.