Image Alt

წიგნები

აინშტაინი, ფრანკენშტეინი და დრაკულა

6,90 

ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“, რომელიც 2011 წელს შევიდა კრებულში „ევროპის 20 საუკეთესო მოთხრობა“, „უხურდავებელი მონეტა“ 2010 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, ხოლო „ერთი კრუშკა სისხლი“ 2017 წელს ითარგმნა გერმანულ ენაზე.

მარაგში

საქართველო

ზურა ლეჟავა

დაიბადა 1960 წელს

ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 90-იანი წლებიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში.

უცხოელი გამომცემლები ზურაბ ლეჟავას მოთხრობებს ხშირად ემირ კუსტურიცას ფილმებს ადარებენ, ხოლო მისი წერის მანერას - ეთგარ კერეთის სტილს. მისი მოთხრობები გაჯერებულია ფანტასმაგორიისა და რეალობის ნაზავით.

გამოცემულია მისი რამდენიმე პროზაული კრებული. გარდა ამისა, არის ხის ნაკეთობების ოსტატი.

აღწერა

„რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ  კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები.

ზურაბ ლეჟავა ავტორია ათამდე პროზაული კრებულისა, რომელთაგან წიგნმა – „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“ 2010 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „გალა“, ნომინაციაში „წლის წიგნი“.

ზურაბ ლეჟავას მოთხრობები 1990-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“, რომელიც 2011 წელს შევიდა კრებულში „ევროპის 20 საუკეთესო მოთხრობა“, „უხურდავებელი მონეტა“ 2010 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, ხოლო „ერთი კრუშკა სისხლი“ 2017 წელს ითარგმნა გერმანულ ენაზე.

ISBN 9789941306242
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

317

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.