Image Alt

წიგნები

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ

10,00 

მთარგმნელი: გია ბერაძე

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ავსტრალიელ ჯარისკაცებს, იაპონიის მთავარსარდლობის ბრძანებით, ბირმასა და ტაილანდს შორის ჯუნგლებში რკინიგზა გაჰყავდათ, რომელიც ისტორიას “სიკვდილის გზის” სახელით შემორჩა. ათასობით ავსტრალიელი ტყვე დაიხოცა იქ, ერთი მხრივ, იაპონელი ზედამხედველების სასტიკი მოპყრობის, ხოლო მეორე მხრივ, შიმშილის, ავადმყოფობისა და უმძიმესი კატორღული მუშაობისაგან.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941238901 კატეგორია: ჭდე: ,

ტასმანია, ავსტრალია

რიჩარდ ფლენეგანი

დაიბადა 1961

რიჩარდ ფლენეგანი დაიბადა ტასმანიაში. მას ხშირად მიიჩნევენ თავისი თაობის საუკეთესო ავსტრალიელ მწერლად. მისმა საუკეთესო რომანმა „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ 2014 წელს ბუკერის პრემია დაიმსახურა. ჟიურიმ ის მხოლოდ იმ წლის ნომინანტებში კი არ გამოარჩია, არამედ აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები პრემიის ბოლო ოცი წლის ნომინანტთა შორისაც კი.

დორიგო ევანსს უყვარდა წიგნები, რომლებიც შუქს აფრქვევდა და ეუბნებოდა, მარტო არა ხარო - მას უყვარდა „ენეიდა“. მას უყვარდა ალფრედ ტენისონი და ემისთან ყოფნისას, უყურებდა, როგორ ამოცურდებოდა მთვარე, ასცდებოდა ქალის მუცელს და ეცემოდა ზღვაზე ვიწრო ზოლად, და კითხულობდა - „მიზანია, ვიდრე მოვკვდები, გადავცურო ჩამავალი მზის გადაღმა, უკან დამრჩეს დასავლეთის ყველა ვარსკვლავი“. რატომ გიყვარს ასე სიტყვებიო, ქალი ეკითხებოდა. ის კი კითხულობდა „ულისეს“, კითხულობდა და მერე ეუბნებოდა, რომ სიტყვა იყო პირველი მშვენიერება, რომელიც შეიცნო.

გია ბერაძე

აღწერა

„ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“ გამოიცა სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“.

მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ავსტრალიელ ჯარისკაცებს, იაპონიის მთავარსარდლობის ბრძანებით, ბირმასა და ტაილანდს შორის ჯუნგლებში.რკინიგზა გაჰყავდათ, რომელიც ისტორიას „სიკვდილის გზის“ სახელით შემორჩა. ათასობით ავსტრალიელი ტყვე.დაიხოცა იქ, ერთი მხრივ, იაპონელი ზედამხედველების სასტიკი მოპყრობის, ხოლო მეორე მხრივ, შიმშილის, ავადმყოფობისა და უმძიმესი კატორღული მუშაობისაგან.

რომანი „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ” ამ თემას ეძღვნება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ავსტრალიელი ტყვე ჯარისკაცების მეთაური, სამხედრო.ქირურგი დორიგო ევანსი თითოეული ჯარისკაცის იმედი.და მისაბაძი მაგალითია. ამ დროს კი მის ქვეყანაში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ევანსს უყვარს.დარომელთაგან ერთი ელოდება, ხოლო მეორე…

ომის შემდეგ ევანსი ავსტრალიაში ცოცხალ ლეგენდად.იქცევა, თუმცა თავად გულის სიღრმეში კარგად იცის, რომ გმირი არ არის…

ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა ავსტრალიელ მწერალსა (რიჩარდ ფლენეგანი) და მის რომანს „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ“, რომელმაც 2014 წელს ბუკერის პრემია მიიღო.

მთარგმნელი: გია ბერაძე

ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ მთარგმნელი: გია ბერაძე

ISBN 9789941238901
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2017

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

540

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,498 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.