Image Alt

წიგნები

ვითამაშოთ ფერებით

15,90 

ასაკი: 2-5 წელი

„ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“

ნატა მეფარიშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

ერვე ტიულე

მარაგში

ერვე ტიულე

ერვე ტიულე დაიბადა საფრანგეთში 1958 წელს. ილუსტრაციისა და ვიზუალური კომუნიკაციების შესწავლის შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა პრესასა და სარეკლამო სააგენტოში.

1994 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი საბავშვო წიგნი, რასაც მალევე მოჰყვა დადებითი შეფასებები. ერვე ტიულეს მიღებული აქვს „ბოლონიის საბავშვო წიგნების ბაზრობის“ ჯილდო.

დაწერილი აქვს 80-ზე მეტი საბავშვო წიგნი. გარდა ამისა, ის ცნობილი ხელოვანი, პერფორმერი და ილუსტრაციების ავტორია.

მისი ინტერაქტიური წიგნები „დააჭირე აქ“ და „ვითამაშოთ ფერებით“ 2-5 წლის ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. სხვადასხვა მითითებისა თუ დავალების შესრულება პატარებს მეხსიერების, მეტყველების, წარმოსახვისა და კომუნიკაციის უნარის განვითარებაში ეხმარება, აცნობს და აყვარებს წიგნს.

აღწერა

ასაკი: 2-5 წელი

„ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასთან აქტიური ურთიერთობა – ერთად თამაში, საუბარი, წიგნის კითხვა სულ პატარა ასაკიდან… სამყაროს უკეთ შეცნობასა და აუცილებელი ემოციური კავშირის დამყარებაში ბავშვებს სწორედ თქვენი ჩართულობა ეხმარება. წიგნის ერთად კითხვა ურთიერთობის სასიამოვნო საშუალებაა; ამასთან, ის მოსმენილის გაგებისა და გააზრების უნარის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. წაუკითხეთ ეს წიგნი თქვენს პატარას, დაეხმარეთ, შეასრულოს წიგნში მოცემული ყველა მოქმედება და აღმოაჩენთ, რომ ბავშვს ბევრი მნიშვნელოვანი ფსიქიკური უნარი განუვითარდება, მათ შორის –მეხსიერების, მეტყველების, ყურადღების კონცენტრაციის, წარმოსახვის, კომუნიკაციისა თუ პრობლემის გადაჭრისა… გაატარეთ დრო თქვენს პატარასთან ერთად სახალისოდ და შინაარსიანად.“

ISBN 9789941370724
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

20.50 X 10.50

გვერდების რაოდენობა

46

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.