Image Alt

წიგნები

ჰომო ფაბერი | ვიქნები თუნდაც განტენბაინი

25,90 

„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომელიც მაქს ფრიშმა 1964 წელს დაწერა, მწერლის შემოქმედებისა და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, ,,Homo Faber-ში” კი ავტორი ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში დაკარგული ადამიანის მიერ საკუთარი თავის ძიებისა და პოვნის ამბავს მოგვითხრობს.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941152467 კატეგორია: ჭდე: , ,

შვეიცარია

მაქს ფრიში

1911 - 1991

იყო მწერალი, დრამატურგი, არქიტექტორი და ფილოსოფოსი. ფრიში თავის ტექსტებში აქცენტს აკეთებდა ადამიანის ინდივიდუალიზმის დაპირისპირებაზე საზოგადოებასთან, მორალთან, პოლიტიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობასთან. იყო შვეიცარიელი ავტორების გაერთიანების - ე.წ. „ოლტენის ჯგუფის“ - ერთ-ერთი დამაარსებელი.

აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და არაერთი ჯილდოს მფლობელიც გახდა. საპატიო ხარისხი მიენიჭა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მშობლიურ ქალაქ ციურიხში, სადაც გარდაიცვალა კიდეც, მისი სახელობის პრემია დაწესდა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ გაიცემა.

აღწერა

,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი” ნაწარმოებია, რომელშიც არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში.

„ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა.

Homo Faber მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

ISBN 9789941152467
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

576

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…