Image Alt

წიგნები

ვერნონ გენიოს ლითლი

7,00 

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 18 მოსწავლე მოკლეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს…

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941235702 კატეგორია: ჭდე:

ავსტრალია

დიბისი პიერი

დაიბადა 1961 წელს

წარმოშობით ავსტრალიელი მწერალი დიბისი პიერი (პიტერ ფინლი) ავტორია ნაწარმოებებისა: „ვერნონ გენიოს ლითლი“ და „ლიუდმილას დამტვრეული ინგლისური“.

ხსენებულთაგან პირველმა 2003 წელს ავტორს ბუკერის პრემია მოუტანა და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. როგორც თავად ამბობს, პიერმა საპრიზო თანხით ახალგაზრდობაში დაგროვილი ვალები გაისტუმრა, რაც ბევრისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა და ბუკერის პრემიის ჟიურიც გააოცა.

ავსტრალიაში დაბადებული დიბისი პიერი მექსიკაში გაიზარდა, სადაც ნარკოდამოკიდებული გახდა და მრავალი წელი ნარკოტიკებით მთვრალმა გაატარა. მისი მტკიცებით, სრული განადგურებისგან ავსტრალიაში დაბრუნებამ იხსნა.

ამჟამად ის დიდწილად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და გარკვეულ დროს ირლანდიაში ატარებს. „ვერნონ გენიოს ლითლიც“ ავტორმა დიდწილად სწორედ ბრიტანეთში დაწერა.

აღწერა

მთარგმნელი: ქეთი ქანთარია

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით 18 მოსწავლე მოკლეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვენ, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს…
ლიტერატურული კრიტიკის მიერ 21-ე საუკუნის ყველაზე შთამბეჭდავ დებიუტად აღიარებული „ვერნონ გენიოს ლითლის“ ავტორმა, ავსტრალიელმა დიბისი პიერმა ამ რომანისთვის 2003 წლის ბუკერის პრემია მიიღო.

ISBN 9789941235702
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2016

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

416

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,384 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.