Image Alt

წიგნები

ველური დეტექტივები

24,90 

„ველური დეტექტივები“, როგორც ნამდვილ სამხრეთ-ამერიკულ პროზას შეეფერება, მოქმედებისა და მოძრაობის სიუხვითაა გამორჩეული. სიმწყობრის და თანმიმდევრულობის დამფასებლები, შესაძლოა გულაცრუებულებიც დარჩნენ. ეს კვაზი-ავტობიოგრაფიული ამბავია მეგობრობის, პოეზიის და დიქტატურების შესახებ. ნამდვილი სამხრეთ-ამერიკული ვნებით, თხრობის კინემატოგრაფიული მანერით, პოეზიის არანორმალური ცოდნით და სიყვარულით, ავტორი სამხრეთ-ამერიკულ პოეზიას, ახალგაზრდული კონტრკულტურული მოძრაობების ჩამოყალიბების პროცესს, ლიტერატურულ ბოჰემას და ადგილზე არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს გვაცნობს.

 

 

მარაგში

აღწერა

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

რობერტო ბოლანიო (1953-2003) დაიბადა ჩილეში, შემდეგ ცხოვრობდა.მექსიკაში, სალვადორსა და ესპანეთში. მისმა რომანმა „ველური დეტექტივები“ გამოცემისთანავე მოიპოვა უდიდესი.წარმატება და პრესტიჟული პრემიების ლაურეატი გახდა, ხოლო ქრონიკებისა და დეტექტიური ჟანრის.ხერხებით შექმნილი ეს თითქმის ავტობიოგრაფიული რომანი კრიტიკამ.ჩვენი დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ორიგინალურ ნაწარმოებად მიიჩნია.

მისი მთავარი გმირები არიან ახალგაზრდა, ავანგარდისტი.პოეტები, რომლებიც, როგორც ყველა თაობის ახალგაზრდა ხელოვანნი, ესწრაფვიან, შეცვალონ ხელოვნებაში.დამკვიდრებული ფორმები და თავიანთი, სრულიად განსხვავებული.სიტყვა თქვან ლათინური ამერიკის პოეზიაში. ბოჰემური ცხოვრება, სწრაფვა წარმატებისაკენ, სიყვარული, სიკვდილი, იმედგაცრუება – აი, ის მთავარი თემები, რომლებსაც რომანის.კითხვისას ვაწყდებით.

ნაწარმოები ღირებულია იმითაც, რომ მასში წამოჭრილი საკითხები.ერთ კონკრეტულ თაობას, ერთ კონკრეტულ ქვეყანას კი არა, ზოგადად ყველა ახალგაზრდა ხელოვანის ბედსა თუ.უბედობას ეხება პოეზიისა და ცხოვრების ურთულეს გზაზე.

ISBN 9789941306624
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

15.50 X 23.50

გვერდების რაოდენობა

628

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…