Image Alt

წიგნები

ველურ გულთან ახლოს / ვარსკვლავის დრო

16,90 

მთარგმნელი: ნინო ლორთქიფანიძე

კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. წიგნმა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მიერ დაფუძნებული „გრასა არანიას ფონდის“ პრემია მიიღო.

მარაგში

აღწერა

კლარის ლისპექტორი დღემდე რჩება ბრაზილიური ლიტერატურის იდუმალ ფიგურად. თავის ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში იგი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს: „პროფესიონალი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მინდა. მოყვარული ვარ და მინდა ასეთად დავრჩე… ვფიქრობ, ჩემი გაგება არა გონების, არამედ გრძნობის საქმეა, ან მოქმედებს შენზე, ან არა“.

„სინამდვილეში მსახიობი უფრო ვარ, ჯერ მარტო პუნქტუაციით, ინტონაციით ვჟონგლიორობ, სხვის სუნთქვას ვაიძულებ, ჩემს ტექსტს გამოჰყვეს“,  – ამბობს კლარისი პერსონაჟის ენით თავის უკანასკნელ რომანში „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც  ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.

სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

ISBN 9789941308314
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

321

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.